Articles

6 ფაზლი - ორიგინალური საჩუქარი ჭკვიანებისთვის

by Ebg Shopping EBG A place where everything is for everyone

სათამაშო ფაზლები დიდებისთვის

გსურს,  აჩუქო ორიგინალური საჩუქარი საყვარელ ადამიანს, რომელიც ყოველთვის რაიმე განსაკუთრებულს ეძებს?

ან იქნებ შენ გიყვარდა ბავშვობაში 'რუბიკის კუბიკი' და მსგავსი გასართობი გინდა?

იაპონური კომპანია Hanayama-ს ფაზლები მათთვისაა, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს პატარა თუ დიდი თავსატეხების ამოხსნა.  ჰანაიამას ფაზლებს 6 დონე აქვს.1- დამწყებიდან, 6- გრანდმეისტერამდე.

დროშის ფაზლი - სირთულე 1.

პირველი დონის ფაზლს თავს სკოლის ასაკის ბავშვებიც წარმატებით ართმევენ თავს. მაგალითად საინტერესო პირველი დონის ფაზლია დროშის ფაზლი.  დროშის ფაზლის გახსნა ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნება ყველასთვის, კოლეგების, თანაკურსელების თუ მეგობრების ყურადღებას ნამდვილად მიიქცევთ ამ ორიგინალური სათამაშოთი. თავად სათამაშო ჩამოსხმულია მყარი მეტალისგან, ვერასოდეს დაამტვრევთ, სოლიდური და ორიგინალურია.

გასაღებების ფაზლი - სირთულე 2. 

მეორე დონე ასევე გასართობი თავსატეხების კატეგორიებიდანაა. არ მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, მარტივი და სახალისო სათამაშო იქნება ბავშვისთვისაც.

გალაქტიკის ფაზლი - სირთულე 3.

ჰანაიას მესამე დონის ფაზლი-გალაკქტიკაც არ არის ძალიან რთული კატეგორიის ფაზლებიდან. მისი დაშლის პროესი კი ნამდვილი სიამოვნებაა.

თუ გადაწყვეტთ რომ მისი მფლობელი გახდეთ, გირჩევთ თავად დახარჯოთ დრო და ენერგია, და არავითარ შემთხვევაში არ მიაკითხოთ იუთუბს, მარტივი გადაწყვეტილების საპოვნელად. ფაზლი დაშლის და აწყობის პროცესში თავისუფლად მოძრაობს და ძალიან საინტერესო ფორმებს ქმნის, ზოგჯერ იმდენად უცნაურს, რომ ძნელია დავიჯეროთ რომ მის თავიდან აწყობას ოდესმე მოვახერხებთ. თუმცა მთელი გამოწვევაც ამაშია. დაშლის შემდეგ თავიდან აწყობა კიდევ ერთი გამოცდილებაა, რომელზეც უარი ნამდვილად არ უნდა ვთქვათ.

ჰანაიამას გული - სირთულე 4

მე-4 დონიდან უკვე რთული ფაზლები გვხვდება. რამდენიმე წუთი უკვე ნამდვილად არ გვეყოფა ამ მშვენიერი თავსატეხების ამოსახსნელად. ჰანაიამას გული ძალიან ლამაზი საჩუქარი იქნება ადამიანისთვის, რომელსაც ჩვენი გული ეკუთვნის. მსგავსი სიმბოლური, და თან რთული თავსატეხი იდეალური საჩუქარი იქნება, და დამატებით სიხალისეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

 

 

დაშალეთ? ეხლა სცადეთ ისევ ააწყოთ. ეს ჰანაიამას 'საფირმო ფრაზაა' 

ფაზლი ბეჭედი - სირთულე 5

მეხუთე სირთულის ფაზლთან ხუმრობა უკვე აღარ გამოდის - მის ამოსახსნელად შეიძლება რამდენიმე საათი დაგჭირდეთ. კარგი სავარჯიშოა გონებისთვის, შეძლებთ მოწყდეთ სოციალურ ქსელს, და საინტერესოდ გაატაროთ საღამო, მოიხსნათ დაძაბულობა, და დატკბეთ საბოლოო შედეგით. 

ასევე შეგიძლიათ გაეხუმროთ შეყვარებულს, რომელიც უკვე დიდი ხანია ოცნებობს ბეჭედზე ;) 

სირთულე 6 - გრანდ მეისტერი. 

ამ სირთულის ფაზლებს უკვე ის ადამიანები თამაშობენ, რომლებსაც სირთულეების გადაჭრის, ამოცანების ამოხსნის სურვილი მუდამ თან სდევთ. 

 

მშვენიერი შენაძენი იქნება პროგრამისტებისთვის, მათემატიკოსების, ფიზიკოსებისთვისა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც გონებრივი ვარჯიში უბრალოდ კი არ უყვართ, არამედ ეს მათი ცხოვრების სტილია. შეიძლება თქვენ არაჩვეულებრივი ჰობის შეძენაში და კოლექციის წამოწყებაში დაეხმაროთ იმას, ვისაც პირველი ჰანაიამას ფაზლი აღმოაჩნდება სახლში. 

და საბოლოოდ, კიდევ ერთხელ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას იმაზე, რომ დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო და უფრო გვაახლოვებს ელექტრონული გართობის სხვადასხვა ხერხთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უბრალო პატარა ნივთებსაც ძალიან ბევრი შეუძლიათ, თუ ჩვენ სწორად დავინახავთ, და გამოვიყენებთ მათ. რომ არ დაგვავიწყდეს ზოგი მარტივი ჭეშმარიტება, შეგვიძლია პატარა დეტალებით შევახსენოთ ხოლმე ის ჩვენს თავს, როგორიცაა თავად Hanayama.


Sponsor Ads


About Ebg Shopping Freshman   EBG A place where everything is for everyone

11 connections, 0 recommendations, 45 honor points.
Joined APSense since, September 29th, 2020, From Tbilisi, Georgia.

Created on Dec 9th 2020 01:59. Viewed 41 times.

Comments

No comment, be the first to comment.
Please sign in before you comment.