Articles

5 გასაოცარი მანქანის აქსესუარი – მძღოლებო ყურადღებით!

by Ebg Shopping EBG A place where everything is for everyone

როგორ გავხადოთ ავტომობილის მართვა უფრო სასიამოვნო? რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს თქვენი მგზავრები? თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ავტომობილი გადაადგილების ნომერ პირველ საშუალებას წარმოადგენს და უმეტეს ჩვენგანს ყოველდღე თუ არა კვირაში რამდენიმეჯერ მაინც გვიწევს მისი გამოყენება.

თუ ბავშვებთან ერთად დიდ მანძილზე გიწევთ მოგზაურობა, სიჩქარის მოყვარული ბრძანდებით ანდაც უბრალოდ გსურთ, რომ სანამ საჭეს მართავთ თქვენი ცხელი ყავა ცხელად დარჩეს, მაშინ ეს აქსესუარები თქვენს ინტერესებს სავსებით შეესაბამება.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ მანქანის აქსესუარების ახალ და საინტერესო პორციას, რომელიც თითოეული მძღოლის ყურადღებას მიიქცევს:

1. სანაგვე ურნა, რომელიც არასოდეს წაიქცევა

თუ თქვენს მანქანაში ხშირად არის არეულობა და თვლით, რომ დროა რამე იღონოთ - სწორედ აქ ჩნდება ამ უნიკალური სანაგვე ურნის აუცილებლობა. ერთი შეხედვით ეს სანაგვე ურნა არაფრით განსხვავდება სხვა მანქანის სანაგვე ურნებისაგან, თუმცა ამასთან მას ძირზე სპეციალური სამაგრები აქვს. იგი არასდროს არ წაიქცევა და არ გამოიწვევს არეულობას. Carbage Can-ი რჩება თავის ადგილას რთული მოსახვევების აღმართებისა და სიჩქარის მიუხედავად. მისი მინიმალისტური დიზაინი თქვენი კომფორტის გარანტიაა.

როგორ ახერხებს ის ამას? მას გააჩნია უნივერსალური დიზაინი, რომელიც შედგება 2 მარტივი 90 გრადუსიანი კუთხის მქონე სამაგრისაგან, ისინი თქვენი მანქანის ხალიჩას ეკვრიან ხოლო ურნა მას ზემოდან მჭიდროდ ეცმება. სწორედ ეს მექანიზმი უნარჩუნებს მას სტაბილურობას ნებისმიერ პირობებში. Carbage Can-ი შეიძლება დააყენოთ ნებისმიერ მანქანაში და ნებისმიერი სავარძლის წინ ისე რომ მან მინიმალური ადგილი და მაქსიმალური ნაგავი დაიკავოს.

2. რადარების ამომცნობი

რა შეიძლება ინატროს მძღოლმა, თუ არა თავისუფლება. ეს არის ღია გზა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.თუმცა რაც შენს ახლანდელ მდგომარეობასა და თავიფსულებას შორის დგას - სიჩქარის შეზრუდვის კანონი და ყოველ ნაბიჯზე დამონტჟებული შემზღუდველი რადარებია. რასაკვირველია, კანონს გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა რადარების წინასწარ ამოცნობა და გაფრთხილება შესაძლებელია.

დაიბრუნე თავისუფლება და დაადგინე შენი კანონები Cobra ESD7570 360 გრადუსიან დეტექტორთან ერთად. ეს მოწყობილობა უზრუნველყოფს ექსტრემალურ რადარულ და ლაზერული სიჩქარის დამდგენებისაგან თავდაცვას უახლესი ტექნოლოგიით. სიგნალის ამომცნობი რამდენიმე ასეული მეტრით ადრე გაცნობებთ ნებისმიერი სიჩქარის რადარის არსებობის შესახებ. ვფიქრობ, მისი შეძენა გამართლებული ინვესტიციაა გაზრდილ ჯარიმებთან მიმართებაში :).

აგრეთვე გათავაზობთ გადახედოთ სხვა მოდელებსაც.

3. KaliPAK - მზის გენერატორი .

ყველა ჩვენთაგანს სჭირდება ენერგია რათა ვიმოქმედოთ, გადავრჩეთ და ერთმანეთს დავუკავშირდეთ. მაგრამ არაფერია ამოუწურვადი მათ შორის არც ენერგია. ხანდახან გვსურს, რომ ქალაქის ხმაურს ბუნებაში გავერიდოთ ან შესაძლოა ბუნებრივი კატასტროფის ზონაში აღმოვჩნდეთ. რა აერთიანებს ამ ორ შემთხვევას უკეთ ვიდრე საჭიროება. საჭიროება ენერგიის, რომელსაც გამოვიყენებთ თუნდაც ტელეფონების დასატენად. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ შექმნილიყო KaliPAK-.

იგი წარმოადგენს ავტომატურ ენერგიის წყაროს, რომელიც უზრუნველყოფს განათებას, კომუნიკაციას და მრავალი მოწყობილობის ელექტროენერგიით შევსებას. ეს მოწყობილობა გახლავთ სრულიად მდგრადი და ავტონომიური. იგი მხოლოდ თავის პატენტურ მზის ელემენტებს ეყრდნობა, ასევე მოყვება პულტი, რომელიც ამ მექანზმში ჩაყენებულ bluetooth მოდულს უკავშირდება და გვაჩვენებს თუ მასში რამდენი ენერგიაა დარჩენილი. ამ 39 ამპერიან ელემენტს შეუძლია დატენოს თქვენი iphone-ი 120 ჯერ ხოლო ipad-ი 40 ჯერ. მისი ფასი დაახლიებით გახლავთ 1 300 - 1400 ლარი.

თუმცა შეგიძლიათ გადახედოთ პორტატული მზის გენერატორის სხვა ალტერნატივებსაც.

4. Air Hawk

ახალი და უფრო მარტივი გზა დაშვებული საბურავების დასაბერად. Air Hawk-ი არის გასაოცარი უსადენო ხელის ჰაერის კომპრესორი, რომელიც გარედან იწოვს ჰაერს და მის საბურავში კომპრესირებას ახდენს. იგი გახლავთ სწრაფი, იოლი გამოსაყენებელი და გასაოცრად მოსახერხებელი მოწყობილობა. Air Hawk-ის შეძენის შემდეგ თქვენ არ დაგჭირდებათ მანქანის ბენზინგასამართ სადგურზე ან ხელოსანთან მიყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ საბურავი დაბეროთ.

ამავდროულად Air Hawk-ის ხელის ჰაერის კომპრესორი ციფრულად წნევასაც კითხულობს. შესაძლებელია მისი წნევის მაჩვენებელი ისე გასწორდეს, რომ საბურავი თქვენთვის სასურველ წნევამდე დაბეროს და თავადვე გამოირთოს.


Sponsor Ads


About Ebg Shopping Freshman   EBG A place where everything is for everyone

11 connections, 0 recommendations, 45 honor points.
Joined APSense since, September 29th, 2020, From Tbilisi, Georgia.

Created on Oct 1st 2020 03:47. Viewed 50 times.

Comments

No comment, be the first to comment.
Please sign in before you comment.