Articles

ორიგინალური ნივთები, რითიც ღვინის მოყვარულებს გაახარებთ

by Ebg Shopping EBG A place where everything is for everyone

ნივთები, რომელიც ღვინის სმის პროცესს უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის.

საკუთარ სანაცნობო წრეში თითქმის ყველას გვეგულება თუნდაც ერთი ადამიანი, ვისთვისაც ღვინო არა მხოლოდ სასმელი, არამედ ცხოვრების სტილიცაა. სწორედ ამ ადამიანებისთვის ავარჩიეთ 6 ნივთი, რომელიც ღვინის დალევის პროცესს უფრო სასიამოვნოსა და კომფროტულს გახდის.

1. ბოთლის ავტომატური გასახსნელი, რომელიც საცობის მოხსნის თანმდევ ბრძოლას წარსულში დატოვებს! 

 მაშინ, როცა ღვინის გაუხსნელ ბოთლთან ჯაჯგური უკვე იმდენად დამღლელია, რომ ღვინის დალევის განწყობაც ქრება, ელექტრო გასახსნელი , ალბათ, ყველაზე კარგი რამაა, რაც ამ დროს ხელთ შეიძლება მოგვხვდეს.  როგორც ჩანს, უყურადღებოდ არ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ძალიან უყვართ ღვინო, თუმცა პატარა, მაგრამ უსიამოვნო დაბრკოლებას უქმნით საცობი, რომლის ბოთლიდან ამოღებასაც მთელი ენერგია მიაქვს და ბოლოს მაინც ბოთლშივე რჩება ხოლმე. ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა თანამედროვე სამყარო ჩვენს კომფორტზე ზრუნავს ისღა დაგვრჩენია ამით თამამად ვისარგებლოთ. 

2. ჯადოსნური ხსნარი, რომელიც ღვინის ლაქისგან გამოწვეულ უსიამოვნებას სამუდამოდ დაგავიწყებთ  

 

მეგობრულ სადღესასწაულო გარემოში აჟრიამებული სტუმარი თუ მასპინძელი ღვინით სავსე ჭიქას ხელს კრავს და მისი ლაქები სადღესასწაული სუფრაზე ან ჩვენსავე პერანგზე აღმოჩნდება. მსგავსი სიტუაცია არავისთვისაა უცხო.  როცა წითელი ღვინო ჩვენს ტანსაცმელს ან მაგიდის გადასაფარებელს ხვდება, ხშირად მას თეთრ ღვინოს ვასხამთ, თუმცა იგი ყოველთვის ეფექტური გამოსავალი არ არის ხოლმე. ეს ჯადოსნური ხსნარი კი სპეციალურად ღვინის ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა და მას არ აშინებს არც ხალიჩა, არც ფარდა, არც აბრეშუმის თუ სხვა ქსოვილები! იგი ძალიან პრაქტიკული, უსაფრთხო და სწრაფია.

 3. მრავალფუნქციური საცობი 

      

ამ ნივთმა მალევე მოიპოვა ღვინის მოყვარულთა დიდი მოწონება. მრავალფუნქციური საცობი ღვინის ტექსტურისა და გემოს გაუმჯობესებისთვის ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. მრავალფუნქციური საცობი არა მარტო ხელს უშლის ღვინის გაჟონვას და ფილტრავს მას, არამედ ჩამოსხმისას მის ვენტილაციას ახდენს, რაც ღვინის ტექსტურას მნიშვნელოვნად ცვლის. თანაც, ღვინის ჩამოსხმისას ძალიან მოსახერხებელია, რადგან სპეციალური პირის დამსახურებით ღვინის ჩამოსხმისას არ იკარგება არცერთი წვეთი. ამასთან, იგი სამედიცინო პლასტმასისგანაა დამზადებული, რომელიც არ შეიცავს სუნსა და გემოს. მისი თავზე დახურება კი მარტივია და არ საჭიროებს ძალდატანებას.

4. დალუქვის მოწყობილობა, რომელიც ბოთლს ათავისუფლებს ჟანგბადისგან, რათა ბოთლში დარჩენილი ღვინის დაგემოვნებით რამდენიმე დღის შემდეგაც ვისიამოვნოთ  

ღვინის მოყვარულთათვის ძალიან ნაცნობია სიტუაცია, როცა ძალიან გვინდა ბოთლში დარჩენილი ღვინო შევინახოთ და გაფუჭებისგან დავიცვათ. მთავარი მტერი აქ ჟანგბადია, რომელიც არასავსე ბოთლში ხვდება და ღვინოს აფუჭებს. ამ პრობლემას მარტივად და ეფექტურად ჭრის მოწყობილობა, რომელიც ღვინის ბოთლიდან ჟანგბადს ტუმბავს და მას ახლის გემოსა და ტექსტურას მთელი ერთი კვირის განმავლობაში უნარჩუნებს. მისი გამოყენება კი ძალიან მარტივია - ბოთლიდან ჟანგბადი ხელის მარტივი მოძრაობით იტუმბება, მოწყობილობა კი წკაპუნით გვატყობინებს ბოთლში ჟანგბადის ამოწურვას.

 4. მინიმალისტური ყელსაბამი ღვინისა და ჭიქის გამოსახულებით  

 

 ეს ოქროსფერი ყელსაბამი პირდაპირ გვეუბნება თუ ვის ეკუთვნის მისი პატრონის გული - ღვინოს! დახვეწილი და ნაზი ყელსაბამი, თავისი მინიმალისტური კომპოზიციით, ნებისმიერი ღვინის მოყვარული ქალბატონისთვის სასურველი აქსესუარია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ყელსაბამის უამრავი ბიუჯეტური ვარიანტიც არსებობს. 

 6. მათთვის, ვისაც ცივი ღვინის ნელა სმის იდილია ხიბლავს

 

 იმისათვის, რომ ღვინის გემო სრულყოფილად შევიგრძნოთ, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მის ტემპერატურაზე. წყნარი, რომანტიული საღამო ღვინითა და მუსიკის თანხლებით გაცილებით უკეთესი ხდება მაშინ, როცა ვიცით, რომ ჩვენი ღვინო ზუსტად ისეთი ცივია, როგორიც მისი გახსნისას იყო. ღვინის ბოთლისთვის შექმნილი ყინულის ჩასადები, რომელიც თითქმის ნებისმიერი ზომის ბოთლს ერგება, თქვენს ღვინოს ტემპერატურას რამდენიმე საათით უნარჩუნებს. 

7.  ჭიქის სადგამები   

  და ბოლოს, ხისგან დამზადებული ჭიქის სადგამები მხოლოდ იმ განსაკუთრებული ადამიანებისთვის, ვისაც ღვინო განსაკუთრებულად უყვარს. "ღვინის დალევა ჩემი ჩვევა კი არა, ჰობია!" "საჭმელი ღვინის გარეშე იგივეა, რაც დღე მზის სინათლის გარეშე!" ალბათ დამეთანხმებით, რომ ღვინოზე შეყვარებული ადამიანისათვის საჩუქრის შერჩევისას ასეთი ხალისიანი წარწერების მქონე აქსესუარი ყოველთვის კარგი არჩევანია.


Sponsor Ads


About Ebg Shopping Freshman   EBG A place where everything is for everyone

11 connections, 0 recommendations, 45 honor points.
Joined APSense since, September 29th, 2020, From Tbilisi, Georgia.

Created on Dec 9th 2020 01:48. Viewed 50 times.

Comments

No comment, be the first to comment.
Please sign in before you comment.