Articles

როგორ შევურჩიოთ ადრეულ ასაკში ბავშვს სათამაშო

by Ebg Shopping EBG A place where everything is for everyone

წყლის ჭილობები პატარებისთვის

ყველა მშობელს აღელვებს შვილის ჯანმრთელობა და სწორი გონებრივი განივთარება. ბავშვის განვითარება შეგვიძლია ორ მნიშვენელოვან ნაწილად გავყოთ:

  • ფიზიკური განვითარება
  • გონებრივი განვითარება

ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, რომელიც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, მრავალი გენეტიკური და გარემო ფაქტორი ახდენს გავლენას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის მზრუნველი გარემოს შექმნა, კარგი კვება და აღზრდა მათი თავის ტვინის განვითარების საფუძველს ქმნის.

დღეს ჩვენ სტატიაში ვისაუბრებთ როგორ შეგვიძლია თანამედროვე ცხოვრებაში ხელი შევუწყოთ ბავშვის გონებრივ განვითარებას სათამაშოების საშუალებით.

თამაში ბავშვისთვის მნიშვნელოვანი აქტივობაა და ის რა თქმა უნდა თამაშობს ჩვილობის ასაკშიც იმის მიუხედავად, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს მოტორული უნარები ისე განვითარებული, რომ შეძლოს სათამაშოს ხელში დაჭერა.    ბავშვის მოტორულ განვითარებაზე საუბრისას, ვგულისხმობთ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის: ჯდომა, დგომა, სიარული, სირბილი, პოზიციის შეცვლა, ხატვა, ჩაცმა, წერა და სხვა მსგავსი ქმედებები, რაც საჭიროა ყოველდღიური აქტივობებისათვის.

როდის შეიძლება ბავშვის ფიზიკურ გარემოში სათამაშოს შემოტანა?

სათამაშოს შემოტანა ბავშვის ფიზიკურ გარემოში შესაძლებელია ძალიან ადრეული პერიოდიდან და ეს შეიძლება იყოს ერთი თვის ასაკი და მნიშვნელოვანია მშობელს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის სათამაშო შეარჩიოს, რომ ბავშვს თამაში ჩამოუყალიბდეს როგორც უნარი და მოხდეს მისი განვითარება.

თანამედროვე სამყაროში ბავშვისთვის სათამაშოს არჩევა არც ისე მარტივია, არჩევანი კი საკმაოდ დიდია.

რა უნდა ვიცოდეთ სათამაშოს არჩევისას?

  • სათამაშოს ვარჩევთ ბავშვის ასაკის შესაბამისად;
  • სათამაშო უნდა იყოს არჩეული იმის მიხედვით, თუ როგორ გამოაოდგება ბავშვს;
  • სათამაშო სასურველია, რომ არ იყოს მკვეთრი ფერის;
  • სათამაშო არ უნდა აზიანებდეს სხეულს და ის მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს;
  • სათამაშო სასურველია იყოს მაღალი ხარისხის, უმჯობესია ბავშვს ხარისხიანი სათამაშო ჰქონდეს, ვიდრე მავნე პლასტმასის ან სხვა ნივთიერების ჩემცველი.

ამ კონკრეტულ სტატიაში, თუ როგორ შეავრჩიოთ სათამაშო ბავშვებისთვის, ავარჩიეთ იბიჯიზე ერთი კონკრეტული პროდუქტი, რომლის შესახებაც მოგიყვებით და გირჩევთ თქვენი პატარასთვის.

იბიჯის საძიებო სისტემაში შესაძლებელია მოიძიოთ წყლის გასაბერი სათამაშო ჭილობი და თამამად დაიწყოთ შერჩევა თუმცა ნუ იჩქარებთ, ჩვენ თქვენი პარებისთვის რამდენიმე ვარიანტი შეგირჩიეთ, რომლებზეც ახლა აქ მოგიყვებით, მანამდე კი გეტყვით რა ტიპის სათამაშოა აღნიშნული ჭილობი.

წყლის გასაბერი ჭილობი 100%-ით უსაფრთხო და სერთიფიცირებული სათამაშოა, რომელშიც უნდა მოთავსდეს გარკვეული რაოდენობის წყალი და მოხდეს მისი გაბერვა.  

ის ხელს უწყობს ბავშვის ცნობიერების ამაღლებას და გონებრივ გავითარებას. მისი გამოყენება დაშვებულია 3 თვის ასაკიდან და ზემოთ, როდესაც ბავშვი სწავლობს ხელის ჩაჭიდებას, უფრო მეტად აკვირდება მის გარშემო არსებულ მოძრავ თუ უძრავ სამყაროს, სწავლობს თავის ტრიალს და ავითარებს მონოტორულ აქტივობებს, ამ დროს განსაკუთრებით ერთვება ხელის თითები და ეს სათამაშო ჭილობი მის ყურადღებას აუციელებლად მიიბყრობს.

იბიჯიზე გთავაზობთ ასარჩევად რამდენიმე წყლის გასაბერი ჭილობის ვარიანტს, რომლის შეძენაც შესაძლებელია და რეკომენდაციასაც ვუწევთ.


სპეციფიკაციები:

  • 100%-ით უსაფრთხო
  • დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან
  • ეკომეგობრული
  • არატოქსიკური
  • ზომა: 60 * 51 სმ
  • ასაკი: 3 თვიდან ზემოთ



სპეციფიკაციები:

  • 100%-ით უსაფრთხო
  • დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან
  • არატოქსიკური
  • ზომა: 18 X 23.5 X 3
  • ასაკი: 3 თვიდან ზემოთ


სპეციფიკაციები:

  • 100%-ით უსაფრთხო
  • დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან
  • არატოქსიკური
  • ზომა: 80 * 120 სმ  
  • ასაკი: 3 თვიდან ზემოთ



ბოლოსთვის კი მოვიტოვეთ ბმული, სადაც შეგიძლიათ, თქვენი სურვილის მიხედვით შეურჩიოთ ბავშვს გასაბერი წყლის სათამაშო ჭილობი, რომელიც ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას.


Sponsor Ads


About Ebg Shopping Freshman   EBG A place where everything is for everyone

11 connections, 0 recommendations, 45 honor points.
Joined APSense since, September 29th, 2020, From Tbilisi, Georgia.

Created on Nov 3rd 2020 08:32. Viewed 56 times.

Comments

No comment, be the first to comment.
Please sign in before you comment.