საბავშვო ბაღი საკუთარ სახლებში

Posted by Ebg Shopping
2
Nov 3, 2020
107 Views

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს „უბაღობა“?!

როგორ ვატაროთ ბავშვი ბაღში, როცა ბაღები კოვიდ რეჟიმის დროს დახურულია?! თუ ბავშვები ვერ მიდიან საბავშვო ბაღში, მაშინ საბავშვო ბაღი მივა მათთან სახლში.

ცოტა ამოუხსნელად და უცნაურად ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ როდესაც სახლში 2 წლის ან ცოტათი უფრო დიდი ბავშვი გვყავს, ამ დროს ვხდებით, რომ საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ის იქნება კომფორტულად, თავს იგრძნობს მნიშვნელოვნად და ასევე ექნება განცდა, რომ ბევრ სიახლეს აკვირდება და ითვისებს.

მშობლებმა კარგად ვიცით, როგორი რთულია, სახლში პატარამ არ მოიწყინოს და ამავდროულად საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროს დრო. ერთ რეალობაში ვცხოვრობთ და საერთო სირთულეებს ვაწყდებით, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს აქტივობას ერთმანეთის რეკომენდაციებით ვურჩევთ. მთავარია არ დაგვავიწყდეს, ჩვენი პატარა სხვას არ ჰგაქვს, უნიკალურია და მისთვის სათამაშოს თუ აქტივობის შერჩევისას პირველ რიგში, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს „უბაღობა“?!

შეუქმენით ბავშვს გამოყოფილი სივრცე ან კუთხე

პირველი ნივთი, რომელიც ბაღთან ასოცირდება არის სკამი და მაგიდა. ინდივიდუალური სივრცე, სადაც ბავშვს აქვს მის მიერ შექმნილი სიმყუდროვე - თვითონ ანაწილებს, რომელ მხარეს რომელი სათამაშო დადოს და ასევე რომელ კუთხეში _თავისი საყვარელი ჭიქა ან ბოთლი. მაგიდა და სკამი იმისთვის, რომ კომფორტულად და თავდაჯერებულად დაჯდეს წიგნების დასათვალიერებლად ან უბრალოდ თავის სიმაღლეზე იჯდეს გამართულად, კომფორტულად სადილობისთვის. 

მიეცით შესაძლებლობა, გახდნენ დამოუკიდებლები

საყვარელი თეფში, კოვზი, ჭიქა ან ბოთლი და წინსაფარი არ დაგვავიწყდეს. ეს ზუსტად ის მნიშვნელოვანი აქსესუარებია, რომელთანაც დამოუკიდებლად უწევთ ურთიერთობა ბავშვებს ბაღში მისვლისას. ახლა კი ეს ეტაპი სახლში უნდა გაიარონ. ისწავლონ კოვზის სწორად დაკავება, პირსაწმენდით ხელის გაწმენდა და გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, ვიდრე აქამდე.

Comments
avatar
Please sign in to add comment.