Articles

ახალი გემო თქვენს საახალწლო სუფრაზე

by Ebg Shopping EBG A place where everything is for everyone

ბლოგი მათთვის, ვისაც მობეზრდა ყოველ წელს ოლივიე

 საახალწლო კერძები რაც არ უნდა ერთფეროვანი იყოს, ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ხანდახან ძალიან მოსაბეზრებელია ყველგან ერთი და იგივე ოლივიე, ტოლმა, საცივი და ა.შ. ამ ბლოგში მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე განსხვავებული კერძი და დესერტი, რომელიც ძველ ტრადიციულ საჭმელებს ჩაანაცვლებს და სიახლეს შემოიტანს თქვენს სუფრაზე.

მაშ ასე. 

1. ჯინჯერის ორცხობილები

 ინგრედიენტები:

    • ფქვილი - 400 გრამი
    • შაქრის პუდრა - 70 გრამი
    • თაფლი - 3 ჩ/კ
    • კვერცხი - 2 ცალი
    • გახეხილი ჯანჯაფილი (ჯინჯერი) – 2 ს/კ
    • დარიჩინი (სურვილისამებრ) – ნახევარი ჩ/კ
    • მარილი

თეთრი მინანქარი, იგივე აისინგი;

    • კვერცხის ცილა - 1 ცალი
    • შაქრის პუდრა - 220 გრამი

მომზადება: დაიწყეთ მშრალი ინგრედიენტების არევით: ფქვილი, შაქრის პუდრა, დარიჩინი და მარილი მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ კარაქი, თაფლი, კვერცხი და გახეხილი ჯინგერი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მოზილეთ ცომი ხელით და გაყავით ორ ნაწილად, დაასვენეთ მაცივარში 1 საათით. 

    

გააბრტყელეთ ცომი და სპეციალური საჭრელით ამოჭერით ფორმები, სისქე უნდა იყოს 3-5 მმ. გადაიტანეთ ფიგურები გამოსაცხობ ქაღალდდაფენილ ტაფაზე. გამოაცხეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე 7-10 წუთი, ორცხობილები მზად იქნება როგორც კი მოვარდისფრო ფერს მიიღებს.

მოამზადეთ მინანქარი. ათქვიფეთ კვერცხის ცილა იქამდე, სანამ თეთრი და მყარი კონსისტენციის არ გახდება, დაამატეთ შაქრის პუდრა და განაგრძეთ თქვეფა.

როდესაც ორცხობილები შეგრილდება, შეგიძლიათ გააფორმოთ მომზადებული მინანქარით, მინანქარს შეგიძლიათ სპეციალური საკვები საღებავი შეურიოთ, სასურველი ფერის მისაღებად. საკვები საღებავიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან. 

2. ქიშლორანი გულსართით  

ინგრედიენტები

    • ზეთი - 70 გრამი
    • წყალი - 35 გრამი
    • მარილი
    • ფქვილი - 200 გრამი

   შიგთავსი:

    • მოთუშული ხახვი
    • მოთუშული სოკო ნაღებით და ქათმის ფილე

მომზადება: ზეთი და წყალი ავურიოთ, დავუმატოთ მარილი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთი. გამოვიღოთ და გადავანაწილოთ ტარტალეტკის ფორმებში, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 7-8 წუთი. ცხობიდან 5 წუთში გამოვიღოთ ცომი და ზემოდან მოვათავსოთ გულსართი, მოთუშული ხახვი, სოკო და ქათმის ფილე ნაღებში, შემდეგ ისევ შევაბრუნოთ ღუმელში და ვაცხოთ კიდევ 2 წუთი. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი პარმეზანი. (ფორმების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე)

3. მადამ ბოვარი - (სოკო და ქათმის ფილე)

მადამ ბოვარის ეს ვარიანტი უფრო მსუბუქი და ჩემთვის პირადად უფრო გემრიელია. 

ინგრედიენტები:

    • ხახვი ერთი მოზრდილი თავი
    • ქათმის ფილე - 1 კგ
    • ქამა სოკო - 1 კგ
    • უცხო სუნელი
    • მარილი
    • პომიდორი 1 ცალი
    • მაიონეზი
    • კარაქი
    • ყველი

 მომზადება: ხახვი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ დაჭრილი სოკო და კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე, ყველაფერი ერთად მოთუშეთ და დაუმატეთ უცხო სუნელი + მარილი. მომზადებული მასა გადაიტანეთ ცეცხლგამძლე შუშის საცხობ ფორმაში, კარგად გადაანაწილეთ, დაალაგეთ რამდენიმე თხელი ნაჭერი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გადაანაწილეთ ზემოდან მაიონეზი. რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ და ჩაუდეთ კარაქის პატარა კუბიკები. გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე 10 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება. შუშის ცეცხლგამძლე ფორმა შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან. 

4. ბროკოლის სალათი არაჟნით

 

თუ ერთი და იგივე სალათები მოგბეზრდათ, გინდათ სცადოთ ფრეშ და მსუბუქი სალათი, მაშინ ბროკოლი ამისთვის ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. თან საახალწლო საჭმელებისგან გადატვირთულ ორგანიზმს, მწვანე სალათი ნამდვილადა მოუხდება.

ინგრედიენტები

    • ბროკოლი
    • სალათის ფურცელი
    • თხის ყველი
    • კიტრი
    • არაჟანი
    • ლიმონი
    • მარილი

მომზადება: ნამდვილად მარტივია, ბროკოლი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ დაწეწილი სალათის ფურცელი, ყველი კუბიკებად დაჭრილი, კიტრი გულგამოცლილი და წვრილად დაჭრილი + მარილი. არაჟანში გახსენით სულ ცოტა ლიმონის წვენი და აურიეთ ყველაფერი ერთად.


Sponsor Ads


About Ebg Shopping Freshman   EBG A place where everything is for everyone

11 connections, 0 recommendations, 45 honor points.
Joined APSense since, September 29th, 2020, From Tbilisi, Georgia.

Created on Dec 9th 2020 01:32. Viewed 63 times.

Comments

No comment, be the first to comment.
Please sign in before you comment.